ზუგდიდში უდედმამო მოზარდთა კლუბი შეიქმნა


ზუგდიდში უდედმამო მოზარდთა კლუბი შეიქმნა. კლუბის დაფუძნების ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები საკუთარი უფლებების დაცვისთვის” ხელმძღვანელი ნონა უბილავა. მისი განმარტებით, კლუბი ერთი თვეა შექმნილია და ამჟამად ექვსი ბენეფიციარი ირიცხება. “მე ამ კატეგორიის ბავშვებთან ვმუშაობდი წლების წინ და ახლაც ვაგრძელებ მათთან ურთიერთობას. რამოდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთი მოზარდი აღმოჩნდა ციხეში ქურდობის ბრალდებით. მისმა დამ, იმიტომ, რომ ძმისთვის ციხეში შეეგზავნა ნობათი ბინა გააქირავა და აღმოჩნდა ქუჩაში. მე ეს ახალგაზრდა ცოტა ხნით მყავდა სახლში. მასთან დიალოგმა დამანახა, რომ აუცილებელია ამ კატეგორიის მოზარდების დახმარება, მხარდაჭერა. ერთად შევიმუშავეთ გეგმა,  გაგვეხსნა უდედმამო მოზარდების კლუბი. კლუბის პრეზენტაციაზე შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ შეიქმნას ფონდი, რომელიც დაეხმარება ამ კატეგორიის ახალგაზრდების დასაქმებაში და არა მხოლოდ დასაქმებაში”. -უთხრა “ზუგდიდელებს” ნონა უბილავამ. მისი თქმით, ის მოზარდებს თავად ასწავლის როგორ იმუშაონ და განვითარდნენ. ნონა უბილავა ამბობს, რომ ამჟამად, კლუბი ეძებს უდედმამო მოზარდებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!