ზუგდიდში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს


  • შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მონიტორინგის სამმართველოების თანამშრომლებმა, ზუგდიდში განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 5098 კოლოფის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინეს. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

2 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების საქმის მასალები, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ამასთან, ერთი ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 1 =

Akismet ანტისპამი