- ზუგდიდში, წუხელ გვიან ღამით ტექნიკის მაღაზია და ლომბარდი გაქურდეს. ობიექტები კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს.
შპს “ვეკოს” ხელმძღვანელი მაკა ვეკუა ამბობს, რომ სავარაუდოდ 40 000 ლარზე მეტი ღირებულების ტექნიკაა წაღებული. მისივე ინფორმაციით, ქურდობა კომენდანტის საათის დროს მოხდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.