პოდიატრიული მომსახურება „თანაზიარში“


არასამთავრობო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენ“, დიაბეტის მსოფლიო ფონდის (WDF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება“, რომლის მიზანია საქართველოში დიაბეტური ტერფის პრევენცია, მისი მოვლისა და მკურნალობის გაუმჯობესება და ახალი სერვისის – პოდიატრიული სამსახურის დანერგვა საქართველოს 6 რეგიონის 11 სამედიცინო დაწესებულებაში. მათ რიცხვში შედის ქალაქ ზუგდიდში მდებარე რეაბილიტაციისა და განვითარების  სამედიცინო ცენტრი „თანაზიარი“.

დიაბეტური ტერფის სინდრომი (დტს) დიაბეტის უხშირესი გართულებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და აუარესებს მისი სიცოცხლის ხარისხს. ხშირად არასწორად ან დაგვიანებით დიაგნოსტირებული/ნამკურნალევი დტს-ის გამოსავალი კიდურის ამპუტაცია და პაციენტის სიკვდილიც შეიძლება იყოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ტერფის კვალიფიციური მოვლა, როგორც დტს-ს პირველადი, ასევე მეორეული პროფილაქტიკის მიზნით: ტერფის შემოწმება, დაზიანებების (ჭრილობები, ნევროლოგიური სისხლძარღვოვანი) აღმოჩენა, სათანადო, მოვლა და ა.შ.

ამჟამად, საქართველოში, არ არსებობს ტერფის მოვლის კვალიფიციური სამსახური, მართალია, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება სთავაზობს პაციენტებს მსგავს სერვისს, რომელიც სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტის  ერთობლივ მუშაობას გულისმხობს, მაგრამ ეს მიდგომა საკმაოდ არახარჯთეფექტურია, ვინაიდან მოითხოვს მნიშვნელოვან მატერიალურ ტექნიკურ, ადამიანურ თუ  დროით რესურსებს. პროექტის ფარგლებში კი შეიქმნება კვალიფიციური მაღალი ხარისხის პოდიატრიული სამსახურები, რომლებიც მოემსახურებიან ტერფის პრობლემებით შეწუხებულ ყველა პაციენტებს, აღსანიშნავია, რომ პოროექტი საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ პირებს ისარგებლონ უფასო პოდიატრიული მომსახურებით.

სწორედ ამ მიზნით 19-25 ოქტომბერს ქ. თბილისში მომზადნენ ექთან-პოდიატრისტები. სწავლებას უძღვებოდნენ უცხოელი ტრენერები, რომლებმაც ცოდნა დიდ ბრიტანეთში მიიღეს და აქვთ პოდიატრიაში პრაქტიკული მუშაობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა. სწავლება წარიმართა ქ. თბილისში დიაბეტის კვლევის  ეროვნულ ცენტრში, სადაც მონაწილეებს ყველა საშუალება ჰქონდათ სრულყოფილად მიეღოთ თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

პროექტის ფარგლებში შერჩეული სამედიცნო დაწესებულებების აღჭურვა პოდიატრიული სამსახურისთის საჭირო ყველა ინვენტარით დასრულდება ნოემბრის შუა რიცხვებში, რის შემდეგაც პაციენტებს შეეძლებათ ისარგებლონ პოდიატრიული სერვისებით.

პროექტის ან პოდიატრიული სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ:

„ველფეარ ფაუნდეიშენ“

ტელ: +995 32 29 12 699

ელ ფოსტა: wf@welfarefoundation.org.ge

 

სამედიცინო ცენტრი „თანაზიარი“

მის: ზუგდიდი გამსახურდიას ქ. #41

ტელ: 0415222475


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!