ზუგდიდში სოციალური სახლები ახალი პროექტით აშენდება


  • სოციალური სახლების მშენებლობასა და ერთი თბილი ოთახის პროგრამაზე განცხადებების მიღება დასრულდა. ჯამში მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 147 განცხადება, მათგან 96 სახლების მშენებლობაზე, ხოლო 51 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.  შემდეგი ეტაპი შემოსული განცხადებების ადგილზე გადამოწმება და ოჯახების ანკეტირებაა.

სიახლეა სახლების პროექტშიც. სოციალური სახლების ახალი პროექტი, “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით” შექმნილ კომისიას, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ჯიქიამ წარუდგინა. ახალი პროექტით იცვლება სახლების იერსახე, იზრდება კვადრატულობა, სახლები  უზრუნველყოფილი იქნება კომუნიკაციებით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული, ხოლო „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში, 69 ოჯახი ჩაერთო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.