ზუგდიდში სიმშვიდეა, ჯერ ბულვარის რადიოც არ ჩაურთავთ


დღეს 8 ოქტომბერს, დილიდან ამ წუთამდე,  ქალაქ ზუგდიდის ცენტრში, სრული სიმშვიდეა, ადამიანები კანტიკუნტად არიან გამოსული ქუჩებში, ტაქსები ჩამომწკრივებულან კლიენტების მოლოდინში, გვერდიგვერდ მდგომი მანქანების მძღოლები, ჯერ-ჯერობით, მშვიდად დებატობენ ერთმანეთთან პოლიტიკაზე. სხვათაშორის, სხვა დროს უდარდელად, სხვადასხვა ენაზე მოღუღუნე ბულვარის რადიოც ჩუმადაა, ეტყობა, დილით დაავიწყდათ მისი ჩართვა.
ჩვენი საინფორმაციო წყაროები, სახვადასხვა საარჩევნო უბნებიდან გვატყობინებენ, რომ ხალხის აქტივობა, არჩევნებზე, ჯერ-ჯერობით, საშუალოზე დაბალია. ერთმა ამომრჩეველმა ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, ასე ადრიან ხმის მისაცემად იმიტომ მოვედი, დღის მეორე ნახევარში არეულობას ველოდებიო. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი,  “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატებგაკრული, თითქმის ცარიელი მოძრაობს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!