ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა


  • დღეს, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.

ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო პარაკლისი მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) აღავლინა.

ალილოში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელო პირები, მრევლთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

საშობაო ალილოში, სადაც ქველმოქმედების მიზნით სხვადასხვა სახის ნივთები და საკვები პროდუქტები გროვდება, მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!