- 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს.
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე განთავსებულია საქართველოსა და ევროპის თანამეგობრობის ამსახველი ისტორიული მასალები. დღის განმავლობაში ტერიტორიაზე ივლიან და მოქალაქეებთან ფოტოებს გადაიღებენ კოსტიუმირებული მსახიობები.
მოეწყო ღია კაფე, ბავშვებისთვის მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ანიმატორების შოუ, განთავსებულია საბავშვო სივრცეებში, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიის მორგება, ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო სამშენებლო კუთხე, ფოტოსტენდები, ყვავილების და მოსასვენებელი სივრცეები.
ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საუკუნის პროექტის, რიკოთის რეალური ლანდშაფტის შემცირებული მაკეტი, ასევე პირველი თვითმფრინავის მოცულობითი მაკეტი, გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. ამასთან ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი.
12:30 საათიდან 15:00 საათამდე გაიმართება დღის კონცერტი, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები მიიღებენ.
16:50 საათზე გაიმართება თეატრალური წარმოდგენა (პერფორმანსი) – საქართველოსა და ევროპის ისტორიული თანამეგობრობა, სამეგრელოს მაგალითზე.
მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროის 17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა, შესრულდება საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.
17:20 საათიდან – გაიმართება დასკვნითი კონცერტი: ელენე ფოჩხუას, რომა რცხილაძის და ჯგუფ „ოჩოს ქოხის“ მონაწილეობით. ღონისძიების წამყვანია დუტა სხირტლაძე.
ინფორმაციისთვის: მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით, იმართება.