- ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დასრულდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.