- შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ გახსნა.
“მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება – მათ შორის, შეეძლებათ ჯარიმების გადახდა, გასაჩივრება, საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ცნობის მიღება, არაგაბარიტული/ზენორმატიული ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის აღება და სხვა.მსაპატრულო პოლიციის სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში.
