დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები იმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. როგორც ცესკო გვატყობინებს, გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ტარდება,
ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში – საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.დღეს, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
არჩევნები საერთო ჯამში ტარდება 2 229 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია..
დღეს, საღამოს 8:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე