ზუგდიდში სალოტბარო სკოლა გაიხსნა


  • ზუგდიდში ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა გაიხსნა. სალოტბარო სკოლაში ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის შესწავლა უფასოდ შეუძლია.

სკოლას გახსნის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერთან და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესთან ერთად დაესწრო.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში სულ 29 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.