- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, ზუგდიდელების წინაშე კი ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი შერეკილები წარსდგნენ.
ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობდნენ.
ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი.