- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა.
14:00-საათზე ვლაქერნის (დადიანების) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძართან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშამდე, სადაც აღევლინება სამშვიდობო პარაკლისი.