ზუგდიდში ორდღიანი მასწავლებელთა  კონფერენცია მიმდინარეობს


მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა დღეს სასტუმრო ანაკლია ,,palm beach”-ში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ მომავალი თაობების აღზრდისთვის, გაწეულ შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განვითარებული, ძლიერი მომავალი თაობების აღზრდის ნაწილში პედაგოგების უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.

„თქვენ გადამწყვეტი მნიშვნელობა გენიჭებათ ჩვენი თაობების ფუძისეული და ზოგადსაკაცობრიო აზროვნებისა და პრინციპების ჩამოყალიბებაში. განათლება და განათლების სისტემა ეს არის განსაკუთრებული პრიორიტეტი, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ სფეროს განვითარება-გაძლიერებას. პრემიერის ინიციატივით, ამ მიმართულებით საკმაოდ კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგმება. აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება-მოწესრიგება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენს მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს  უფრო მეტად სრულყოფილი და მოწესრიგებული გარემო რათა მიიღონ ხარისხიანი განათლება.“ – აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ. 

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს, გამოცდილებების ურთიერთგაზიარებას, ახალ სასწავლო პრაქტიკების დანერგვაზე „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესი“ – ში თემატიკაზე მსჯელობას.

პროექტი ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთობლივი ძალისხმევით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.