ზუგდიდში ოლიმპიური ცეცხლი შემოვა


 1 ივლისს ზუგდიდიში ოლიმპიური ცეცხლი შემოვა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ისორგანიზატორები ოლიმპიური ცეცხლს ზუგდიდში 19 საათზე ჩამოიტანენ. ზუგდიდის შემოსასვლელიდან სკეიტ პარკამდე კი ჩიღაღდანს ზუგდიდელი სპორტსმენები მიიტანენ.
ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსვლას საქვეყნოდ ცნობილი ზუგდიდელი სპორტსმენები ნონა გაფრინდაშვილი და ოთარ გაბელია დაესწრებიან.
საღამოს 8 საათზე კი ზუგდიდის ახალ პარკში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ზუგდიდში ოლიმპიური ცეცხლი 2 ივლისსაც დარჩება და ის დადიანების სასახლის ეზოში განთავსდება.
3 ივლისს ოლიმპიურ ცეცხლს წალენჯიხა, 5 ივლისს კი საზღვაო კურორტი ანაკლია უმასპინძლებს. 6 ივლისს ორგანიზატორები ოლიმპიურ ცეცხლს მესტიაში ჩაიტანენ. ოლიმპიური ჩირაღდანი ევროპის ყველაზე მაღალ სოფელ უშგულსაც დაიპყრობს, სვანეთიდან კი გეზს დედაქალაქისკენ აიღებს.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 28 მაისს ჩამოიტანეს და მასშემდეგ რეგიონებში მოგზაურობს. ის სამეგრელოში 27 ივნისს შემოვიდა და უკვე მოიარა ფოთი, ხობი და სენაკი. დღეს 29 ივნისს კი ოლიმპიურ ჩირაღდანს მარტვილი და აბაშა უმასპნძლებენ, ხვალ, 30 ივნისს კი ჩხოროწყუ.
2015  წლისზაფხულის რიგითმე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.