- ზუგდიდში დადასტურებულ კორონავირუსის 7 ახალ შემთხვევას შორის ერთი ექიმია და ერთი ბანკის თანამშრომელი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ჩაუტარდა დეზინფექცია. “კონტაქტები ყველა გადასულია თვითიზოლაციაში. მიმდინარეობს რეზერვების მოძიება, რათა სამედიცინო დაწესებულებამ არ მიატოვოს ფუნქციონირება.
მალხაზ თორიას განმარტებით, დეზინფექცია ჩაუტარდა ბანკს, სადაც ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა. “მინდა მოგახსენოთ, ბაღის თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელსაც აღმოჩნდა კორონავირუსი. ბაღები 12 ოქტომბრამდე არ მუშაობენ, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც დადიოდნენ ბაღში ყველანი გადაყვანილნი არიან თვითიზოალციაში. ბაღში მიმდინარეობს სადენზინფექციო სამუშაოები”.