- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშებიდან 114 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 89 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 16 შემთხვევა მესტიაში, 3 შემთხვევა ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ასევე 2 შემთხვევა სენაკში, 1 შემთხვევა ფოთში და 1 შემთხვევა ხობში. მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 123 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 112 ადამიანი.