- სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშებიდან 119 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 88 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 შემთხვევა წალენჯიხაში, 9 შემთხვევა ჩხოროწყუში, 6 შემთხვევა ფოთში, 5 შემთხვევა სენაკში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 133 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი მათ შორის 5 რუხის კლინიკაში და 5 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (6 ზუგდიდი, 3 ფოთი, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქე).
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 156 ადამიანი.