ზუგდიდში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 451 ნიმუშებიდან 151 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 87 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 11 შემთხვევა ფოთში, 9 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 6 შემთხვევა წალენჯიხაში, 3 შემთხვევა სენაკში, 1 შემთხვევა ჩხოროწყუში, დანარჩენი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 146 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!