- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 522 ნიმუშებიდან 97 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 56 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 13 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 9 შემთხვევა სენაკში, 6 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 5 შემთხვევა ჩხოროწყუში, 4 შემთხვევა დაფიქისრდა აბაშაში, 3 შემთხვევა ხობში და 1 ინფიცირებული არის უცხო ქვეყნის მოქალაქე.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 137 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 108 ადამიანი.
სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების 1 ფაქტი. გარდაიცვალა მარტვილის მცხოვრები ქალბატონი ნ.თ. 82 წლის. კოვიდ დადასტურებული. მოქალაქე მკურნალობის კურსს გადიოდა ქუთაისის კლინიკაში, ჰქონდა სხვა დაავადებებიც.
ამ დილით, მოქალაქეებს “იმპექსის” შენობა დაკეტილი დახვდათ, სადაც კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობდა. იქვე, მითითებულია, რომ covid-19-ზე ტესტირება ჩატარდება კომბინატის კულტურის ცენტრში, მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.#12.