ზუგდიდში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 40 -ზე დადებითი პასუხია (მათ შორის 3 ნიმუშის პასუხი, რომელიც 14.10.2020 იქნა აღებული და კვლევაში იყო დარჩენილი).
აქედან 27 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ათი უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 17 კი ახალი შემთხვევებია და ისინი რუხის და “ევექსის” კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია.
3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, სამივეზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროების მოძიება.
3 შემთხვევა გვაქვს სენაკში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.
4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 1 უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ორი კი ახალი შემთხვევაა და მათი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს.
2 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და რუხის კლინიკაში ცხელებით იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 88 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 4 პირი.
ფოთის კლინიკიდან გაეწერა 1 პაციენტი, რომელიც ბათუმის მაცხოვრებელია.
რუხის კლინიკიდანა გაეწერა 3 პაციენტი, ყველა ზუგდიდელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 158 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!