ზუგდიდში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 26 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 12 შემთხვევა ფოთში, 6 შემთხვევა სენაკში, ასევე 6 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა ჩხოროწყუში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა.

62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 151 ადამიანი.

გარდაიცვალა 1 პიროვნება. ის ზუგდიდის მცხოვრებია, 64 წლის ქალბატონს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.