ზუგდიდში კორონავირუსზე გაგზავნილი 94 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია


  • ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეული ახალი 94 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. 

ამავე ინფორმაციით, განმეორებითი ანალიზი აუღეს რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდდადებით პაციენტს, რომელსაც ვირუსი კვლავ უფიქსირდება. ის მკურნალობის კურსს აგრძელებს.

პაციენტი ქალბატონია, რომელიც მანამდე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ინფორმაციისთვის, რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი მკურნალობდა, თუმცა ერთი მათგანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!