- კომენდანტის საათის დარღვევის გამო ზუგდიდში 20 – მდე მოქალაქე დაჯარიმდა-ამის შესახებ მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მერმა მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობების პირობებში არსებული კანონმდებლობის წესების დაცვისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებ მოქალაქეებს, დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული წესები და დავემორჩილოთ წესრიგს, რამეთუ საჯარიმო სანქციები ძალიან დიდია და მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენი მოქალაქეების ბიუჯეტს”, – აღნიშნა მერმა.