ზუგდიდში, „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი გაიხსნა

  • ზუგდიდში „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუნიზაცია.

ცენტრი აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით. ვაქცინაციის პროცესში ჩართული არიან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით. ვაქცინაციის ახალი ცენტრის ფუნქციონირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პიარველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაეცნო.

აცრის ახალი ცენტრი რუსთაველის N89 – ში (ყოფილი იმპექსის შენობა) მდებარეობს.

ზუგდიდში, ვაქცინაცია კოვიდ საწინაღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს ასევე, “ევექსის” ჰოსპიტალში, “ევექსის” ამბულატორიაში და რუხის კლინიკაში.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.