ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება


  • 1 სექტემბერს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ხოლო 2 სექტემბერს ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, 20:00 სთ-ზე, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, წელს მეოთხედ გაიმართება.

ფესტივალი ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

1 სექტემბერს, ორკესტრს უდირიჟორებს ნიკა ნიკვაშვილი, 2 სექტემბერს კი დავით მუქერია.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: იანო ალიბეგაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნინო სურგულაძე, არმაზ დარაშვილი, მამუკა ლომიძე

კონცერტის წამყვანი გიორგი კალანდია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen − nine =

Akismet ანტისპამი