ზუგდიდში, “თანასწორობის მოძრაობამ” აქცია-პერფომანსი გამართა


დღეს, ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში, „თანასწორობის მოძრაობამ“  აქცია-პერფომანსი გამართა. ორგანიზატორებმა ბულვარში ქალის ფეხსაცმლებთან ერთად მათი ისტორიები გამოფინეს, რომლებიც აქციაზე სხვადასხვა მიზეზებით არ იმყოფებოდნენ.

„ალბათ, ვერასდროს ვიტყვი ამას ხმამაღლა, საზოგადოება ისევ მე დამადანაშაულებს. შენი ბრალია, შენ გამოიწვიე. ჩემსკენ გამოიშვერს ხელს. ამიტომ იძულებული ვარ ვდუმდე (თამარი 27 წლის) „აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს, იმიტომ რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა… (ლიკა, 33 წლის). „პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ხმამაღლა ვერსად ვიტყვი, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. ამის დამალვა მიწევს საზოგადოებაში არსებული ტრანსოფობიის გამო“ (ლოლა 40 წლის).IMG_2525

ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, დღევანდელი ღონისძიება ყველა იმ ქალის სათქმელის ხალხამდე მისატანად ჩატარდა, ვინც ვერ უერთდება ქალთა უფლებებისთვის გამართულ აქციას და გაიჟღერებს ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც სხვადასხვა მიზეზებით უწევს დუმილი. „ჩვენ შევეცადეთ იმ ქალების სათქმელი მიგვეტანა თქვენამდე, ვინც ვერ ამბობს ხმამაღლა თავისი პრობლემის შესახებ, სხვადასხვა მიზეზით, ვისაც საზოგადოებამ ასწავლა დუმილი. პერფორმანსის მთავარი მიზანი ისაა, რომ აქ ამ ფეხსაცმლების ნაცვლად იდგნენ ის ადამიანები და თავად ამბობდნენ სათქმელს, თავად ყვებოდნენ საკუთარი პრობლემების შესახებ. აქ არიან სქესის, ორიენტაციის და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალები. ყველა ის ქალი, ვისაც სქესის გამო რაიმე პრობლემა ოდესმე შეხებია- უთხრა ჟურნალისტებს “თანასწორობის მოძრაობის“ სოციალურმა მუშაკმა ცაბუნია ვართაგავამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!