ზუგდიდში “გემო ფესტი” ჩატარდება


  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნებული გასტრონომიული ფესტივალი “გემო ფესტი” ზუგდიდში გაიმართება.

,, … და აი ისიც! ქართული სამზარეულოს სანიმუშო კუთხის ჯერიც დაუჯერებლად მალე მოგვადგა კარს! სამეგრელო – ამით წესით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ გააჩნია ვინ იტყვის მთავარ სიტყვას, აბა, ძვირფასო მეგრელებო, მოვიყვანოთ გასაოცარი შემოდგომა ბარაქიან მხარეს?  შეავსეთ პატარა კითხვარი და საკუთარ თავზე აიღეთ მეგრული სამზარეულოს უბადლოდ წარმოჩენა გემო ფესტზე! “, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კითხვარის შევსება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/4cbfiLc

“გემო ფესტი” ზუგდიდში 7 და 8 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!