ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა  მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც  შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა, ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შინაგან საქმეათა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nine − four =

Akismet ანტისპამი