ზუგდიდში, გამოცდას, აფხაზეთიდან გადმოსული 6 აბიტურიენტი აბარებს


  • დღეს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ზუგდიდში გამოცდები მეორე საჯარო სკოლაში ტარდება. ამ წუთებში გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს. 

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანლის, ნანა ქირიას ინფორმაციით, წელს გამოცდებს ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, 1340 აბიტურიენტი აბარებს. “დღეს, 434 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ გამოცხადა 393, ანუ 41 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ეს 42 აბიტურიენტი არის შერეული, რამდენიმე არის ზუგდიდიდან, ხობიდან… რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოსულ აბიტურიენტებს, ამ დროისათვის, გამოცდას აფხაზეთიდან გადმოსული ექვსი აბიტურიენტი აბარებს. გუშინ გადმოსულან. ჩვენი ინფორმაციით, აფხაზეთის საზღვარზე დგანან ბავშვები და ვერ ახერხებენ გადმოსვლას”.

ერთიანი ეროვნულები გამოცდები 23 ივლისს დასრულდება.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!