- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში 217 ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის 8 პაციენტი, (1კოვიდ დადებითი, რომელიც გამოჯანმრთელდა) სამედიცინო პერსონალის 65 წარმომადგენელი, შსს -ს 96 თანამშრომელი, 9 მძღოლი, 20 კარანტინში, 21 თვითიზოლაციაში მყოფი პირი. ყველა პასუხი უარყოფითია.
ამ დროისთვის, რეგიონში არ იმყოფებიან კოვიდ დადებითი პირები.