- ზუგდიდის შესასვლელთან, ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურზე, ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულებმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამართალდამცველები.
