ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში 60 დევნილ ვეტერან ოჯახს ბინას გადასცემენ


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი, ჯამში 300-მდე ოჯახმა შეავსო. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,  მათთვის  მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან  ვეტერანთა ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა.

მონიტორინგის ჯგუფები  დევნილი ვეტერანების ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.

დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები იხილეთ აქ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.