- სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გატესტილი 631 ნიმუშებიდან 5 დადებითია, მათგან 4 ზუგდიდის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ხოლო 1 არის ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მცხოვრები პირი.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს დარჩენილი 200 ზე მეტი ანალიზის კვლევა. ამ დროისთვის, სულ გვყავს რეგიონში მცხოვრები 46 კოვიდინფიცირებული მოქალაქე, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან. რუხის საავადმყოფოში მკურნალობს 58 კოვიდ ინფიცირებული. საკარანტინე სივრცეში კი გვყავს 122 მოქალაქე.”-განუცხადა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს.