ზუგდიდი, მაჟორიტარობის კანდიდატები და სოციალური ქსელი

  • ზუგდიდილებს, ალბათ აინტერესებთ წინასაარჩევნო დღეებში რას წერენ სოცილურ ქსელებში ზუგდიდის მაჟორიტაროების კანდიდატები. ჩვენი საინფორმაციო პორტალი, პერიოდულად შემოგთავაზებთ მათ პოსტებს, რომელიც სავარაუდოდ, მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების ნაწილია.

ჯამბულ ნაჭყებია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” (#19 ) ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება  საჩხერის მოდელთან დაკავშირებით:

“საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა”- ბრძანა ამას წინათ ერთმა მაღალჩინოსანმა. მე პატივს ვცემ საჩხერეს და საჩხერლებს, თუმცა მომავალი საქართველოს მოდელი განსხვავებულად წარმომიდგენია და ჩემს წარმოსახვაში ის ზუგდიდს უკავშირდება.
თუ დაკვირებიხართ, ზუგდიდი დიდგორს ნიშნავს („ზუგი/სუკი“ – გორა, ბორცვი), სწორედ აქ, სამეგრელოში იხილა დიდმა ილია ჭავჭავაძემ დიდი საქართველო.
მტერ-მოყვარესაც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სამეგრელო და მეგრელები, ისტორიულად ვიყავით, ვართ და ვიქნებით კოლხ-იბერთა პოლიტიკური ერთობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის თაოსნები და ერთგული საყრდენი.
„ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა რღვევისა და გაწბილებისა…მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო,“ უთქვამს ილია მართალს.
მტერია ყველა, ვინც მის დაუძლურებას, გატეხას, გამოცლას ცდილობს ან ამას ეგუება, ხოლო მოყვარე ვინც იღწვის მისი თავისთავადობის შენარჩუნებისა და მოღონიერებისათვის.
დღეს, როცა მტერს კვლავაც არ სძინავს, სწორედ სამეგრელოსა და ზუგდიდს შეუძლია და ძალუძს, გახდეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და იმავდროუალად მშვიდობიანი, სწრაფი და მდგრადი განვითარების მაგალითი.
ჩვენ, ზუგდიდელებს, შემოგვრჩა პოტენცია, რომ ჩვენთან ერთად ზუგდიდსა და სამეგრელოში ჩვენს საქართველოს, ილიასეულ დიდ საქართველოს გავამარჯვებინოთ!
წინ, გამარჯვებისაკენ!”
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” (#41 ) ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქგვერდზე წერს: “აწყურში ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს. თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს, მთავარია აკეთო ერის საქმე, კეთილი საქმე აკეთო აი ეს არის მთავარი“, – თამაზ მარტინენკო, სტიქაროსანი.
ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისთვის) (#43) ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ ჩაჩიბაია, მოახლოებულ არჩევნებზე წერს: “ერთი თვე დარჩა ცვლილებებამდე, რომელიც ყველა ვარიანტში განხორციელდება, მაგრამ რა მიმართულების ცვლილებები იქნება, ეს ხალხის ხმაზეა დამოკიდებული და გახსოვდეთ, ყოველი ხმა ისარია და ვის ჩააბარებთ მას ამას წყვიტავთ მხოლოდ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებო და მერე რა, რომ ყველას თითო ხმა გაქვთ… “ძალა ერთობაშია!”… გაუმარჯოს დამოუკიდებელ დაქართველოს!…”
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.