სიახლე ზუგდიდი-თბილისის მატარებელზე


სს „საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილებით, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლის სავაგონო შემადგენლობა 1 ოქტომბრიდან გაიზრდება.  ღამის მატარებელზე დღეისათვის მოქმედი შემადგენლობა ფაქტობრივად ორმაგდება. თუ ამ დრომდე მატარებლის შემადგენლობა მხოლოდ სამი ვაგონით იყო განსაზღვრული, პირველი ოქტომბრიდან მისი რაოდენობა 7-მდე იზრდება. ცვლილება მგზავრთა ნაკადის გაზრდასაც უკავშირდება. რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება ორივე მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს. მატარებლის ვაგონები კონდიცირების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.
სს „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული ელექტრომატარებელი სარკინიგზო მაგისტრალიდან მოიხსნება. დღის მატარებელი, N870-869 თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით 10 აპრილიდან მოძრაობდა. ჩქაროსნული მატარებლის გრაფიკი ამგვარად იყო გაწერილი-თბილისი-ზუგდიდი (07:35-13:43) ზუგდიდი-თბილისი (17:45-23:45).

წყარო: http://szs.gov.ge/geo/news/show/10/68


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.