ზუგდიდი გამჭირვალე მუნიციპალიტეტის პოზიციას ტოპ ხუთეულშია


“ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორე წელია მყარად ინარჩუნებს, ყველაზე გამჭირვალე მუნიციპალიტეტის პოზიციას ტოპ ხუთეულში. შარშანდელთან შედარებით, წელს, წინა პოზიციაზე, მეოთხე ადგილზეა. ხუთეულში მოხვედრის გარდა, მუნიციპალიტეტები უნდა ზრუნავდნენ ამ ხუთეულში პოზიციის შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე.” – აღნიშნა კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის ექსპერტმა გიორგი ტოკლიკიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაციაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

ღონისძიების შემდეგ დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტები, რომლებმაც 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენეს.

საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. ბათუმთან ერთად დაჯილდოვდნენ რუსთავის, ლაგოდეხის, ზუდიდის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!