ზუგდიდის №3 საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა ერთხმად უყარეს კენჭი.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ნათია ფიფიას განმარტებით, კომისიის სხდომის წევრებმა, ერთად მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ მიენიჭებინათ სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელი.