ზუგდიდის №11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის დელეგატთან დავით კოდუასთან და მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში №11 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ამჟამად სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

უწყების ცნობით, სრულად შეიცვალა სკოლის შიდა და გარე სივრცეები.

პროექტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს. განახლებული სკოლით მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 26 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!