- თბილისში პირველად ჩატარდა ტაილანდური კრივის ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო, ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
საბა ხეცურიანმა, IX ბ კლასის მოსწავლემ პირველი ადგილი მოიპოვა 55 კგ. წონით კატეგორიაში, მათე მაქაცარიამ, X კლასის მოსწავლემ, მეორე ადგილი მოიპოვა 60 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა კვიტანძე IX ბ კლასის მოსწავლე, მეორე ადგილის მფლობელი გახდა, 45 კგ. წონით კატეგორიაში.
