- ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გამოჩენილი ბიოგრაფის, იონა მეუნარგიას დაბადებიდან 173-ე წლისთავის აღსანიშნავად, ახალგაზრდებისთვის ბიოგრაფიული ჩანახატების კონკურსი ჩატარდა.
ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მონაწილეებმა განსაკუთრებული სითბოთი, გულწრფელობითა და ემოციით წარმოადგინეს მათთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიები, რომლებმაც მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს. თითოეულ ჩანახატში იგრძნობოდა პირადი დამოკიდებულება, სიყვარული, პატივისცემა და ახლობელი ადამიანების მოგონებების შენარჩუნების სურვილი.
კონკურსის მონაწილეები სამახსოვრო წიგნებით დაჯილდოვდნენ.
