ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ


  • დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში შიდა მოვაჭრეების აქცია გაიმართა. მოვაჭრეებმა გააპროტესტეს გარეთა პერიმეტრზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ შიგნით დახლები ცარიელია და მყიდველი არ შემოდის.

ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდა. მისი თქმით, ყველა მხარესთან კონულტაციებს გამართავენ, რათა ვაჭრობას ორგანიზებული სახე მიეცეს.

ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.