ზუგდიდის უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ შექმნილი მედიაპროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა


დღეს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნვერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის “ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის რეპორტიორის” სტუდენტების მიერ შექმნილი მულტიმედიაპროექტების პრეზენტაცია. სტუდენტებმა ივდით კვიტიამ, ირმა ხაზალიამ და ნინი ხარჩილავამ წარმოადგინეს საკუთარი ბლოგები და ბლოგზე გამოქვეყნებული პრობლემური სტატიები: “როგორ იკვებებიან ჩვენი შვილები სკოლამდელ დაწესებულებებში”, “საჭიროა თუ არა სკოლებში მოსწავლეთა ფორმები” და “ადგილობრივი მედია და არჩევნები”. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივესიტეტის პედაგოგები და მედიის წარმომადგენლებიIMG_2953

პრეზენტაციის დასასრულს, ბეჭდვითი და ონლაინმედიის  სასწავლო პროგრამის პირველი გამოშვების სტუდენტების მუშაობა შეაფასა უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ. მან კმაყოფილება გამოთქვა სტუდენტების მიერ წარმოდგენილი მედიაპროდუქტების სიღრმის, აქტუალობის გამო და წარმატებები უსურვა როგორც პროგრამის კურსდამთავრებულებს, ასევე პროგრამის ხელმძღვანელებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=8ZoDze4QvWo[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!