ზუგდიდის საპატიო მოქალაქე 2020 – 2021 წლების ნომინანტები დაჯილდოვდნენ

  • ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების 2020-2021 წლების ნომინანტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

საპატიო ზუგდიდელის წოდება ბონდო ჯიქიას, თენგიზ შანავას, ციალა პაჭკორიას, მადონა ხარებავას, დეკანოზ ფრიდონ ასათიანს და კლიმენტ კიკალიშვილს მიენიჭათ.

ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება კი მიმოზა ცანავას, მართა ანნა გავინეკ-დაგარგულიას, ოთარ გაბელიას, თენგიზ ცერცვაძეს, ნოდარ ჭითანავას და ალექსანდრე ნაჭყებიას მიენიჭათ.

ღონისძიებაში ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის კვინტეტი და პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია“ და მომღერალი ნანა ჩიქავა მონაწილეობდნენ.

ღონისძიების წამყვანი ლევან ხურცია იყო.

ნომინანტებს ჯილდოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გადასცეს.

პროგრამა „საპატიო ზუგდიდელი“ მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება და ნომინანტებს სპეციალურად შექმნილი კომისია ირჩევს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.