ზუგდიდის საკრებულო ,,მაკდონალდსზე”


დღეს ქალაქის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქის ცენტრში, გუბერნიის გვერდზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 8 60 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.

http://www.youtube.com/watch?v=mItWOkstnlo

 რომ სახელმწიფომ, თავის მხრივ. ფართი გაიტანოს გასაყიდად. სავარაუდოდ, ამ ფართს ბიზნესმენი თემურ ჭყონია შეიძენს და ზუგდიდში ,,მაკდონალდსს” ააშენებს. კვების პოპულარული ობიექტისთვის ბიზნესმენისათვის ფართის გადაცემას ,,ნაციონალებთან” ერთად ,,ბურჯანაძე-დემოკრატების” დეპუტატიც  შეეწინააღმდეგა. როგორც სხდომაზე ,,ნაციონალების” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რეალურად ყველა დეპუტატი, მიუხედავად იმისა, რომ ამას საჯაროდ არ აფიქსირებს, წინააღმდეგია „მაკდონალდსის“ გუბერნიის გვერდით მშენებლობისა, მაგრამ სხდომამ გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რადგან მისი თქმით ამ საკითხით გუბერნატორი ლევან შონია თავადაა დაინტერესებული.

ანა წითლიძე: „რას ნიშნავს გუბერნატორ შონიას ასე დაინტერესება ამ საკითხით, რა გარიგებაშია ის ჭყონიასთან და რატომ ლობირებს გუბერნატორი ამ საკითხის ასე სასწრაფოდ გატანას, აიძულებს ჯერ მერიას, შემდეგ საკრებულოს განიხილონ ეს საკითხი სასწრაფოდ და მიიღოს გადაწყვეტილება”.

თენგიზ ხარჩილავა: „ადმინისტრაციული შენობა ეს ქალაქის ცენტრში, როგორც კი შემოხვალ პირველი თვალსაჩინო შენობაა და ამის გვერდით დავდგამთ კვების ობიექტს იმიტომ, რომ ჭყონიას უნდა?. სადაა ეგრე, ჭყონიას რომ უნდა. ჩვენ გვინდა ერთი ასე ზუგდიდელებს?!“

კახა ფარცვანია: ,,არ მიმაჩნია სწორად ამ საკითხის ტრაგიზმამდე აყვანა – ლუვრის გვერდით სადაც ჟანა დარკის ძეგლი დგას, მათ შორის არის „მაკდონალდსი“, პარიზის ოპერის გვერდით არის „მაკდონალდსი“, ელისეის მინდვრების თავში, სადაც არის დღეს პრეზიდენტის სასახლე არის მაკდონალდსი“.

 ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუას განცხადებით, „მაკდონალდსისთვის“ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ იქნა შერჩეული და მისი  გადაცემის შემდეგ ის ზუგდიდში ორ მილიონ ნახევრის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის ჭადრაკის სასახლის სკვერის მშენებლობას, რაშიც 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ასევე გეგმავს ქალაქის ბულვარისა და მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.