ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი საათით გადაიდო


  • კვორუმის არქონის გამო, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა არ შედგა და გადაიდო ერთი საათით.

საკრებულოს სხდომას “ოცნების” 19 წევრი ესწრებოდა. სხდომას ისევ არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. საკრებულოს დროებითმა, უხუცესმა სპიკერმა თემურ უბერმა დეპუტატებს მიმართა სხდომა გადაედოთ ერთი საათით და ამით შესაძლებლობა მიეცათ კოლეგებისთვის, რომ მობრძანებულიყვნენ საკრებულოს სხდომაზე. “თუ შედგა კვორუმი, ისევ გავაგრძელებთ სხდომას.”-განაცხადა სხდომის დროებითმა სპიკერმა.

სხდომაზე არ გამოცხადა 25 დეპუტატი-22 “ენმ”-ს, 3 “ქართული ოცნების” დეპუტატი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.