- 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ამომრჩევლების 90% ახალი ელექტრონული წესით აძლევს ხმას, ხოლო 10% კვლავ ძველი წესით, ტრადიციულად აკეთებს არჩევანს.
ტრადიციული წესით მისცემენ ხმას #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ანაკლიის 26-ე, 27-ე, განმუხურის 32-ე, 33-ე, დარჩელის 37-ე, ორსანტიის 51-ე, ერგეტის 39-ე, რუხის 56-ე საარჩევნო უბნების ამომრჩევლები. ამ დროისთვის, მხოლოდ ანაკლიის 26-ე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა ერთი საჩივარი-განცხადება, რომელიც არასწორ მარკირებასთან არის დაკავშირებული. დანარჩენ უბნებში, როგორც კომისიის თავმჯდომარეები ამბობენ, არჩევნები ექსესების გარეშე მიმდინარეობს.
მაღლა ჩამოთვლილი საარჩევნო უბნებიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი რეგისტრირებულია ორსანტიის 51-ე, (1215), ანაკლიის 26-ე,(1103) განმუხურის 32-ე (1019) და ერგეტის 39-ე (1066) საარჩევნო უბნებში. ყველაზე ცოტა ამომრჩეველი რეგისტრირებულია განმუხურის 33-ე უბანში (535).