რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას მარეგულირებელმა სააგენტომ საქმიანობის უფლება აღუდგინა


  • ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის (სს”ვიანი”) ქირურგიულ განყოფილებას ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა სააგენტომ 1 ნოემბრიდან საქმიანობის უფლება აღუდგინა. 

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ტატო თოდუამ “ზუგდიდელებს” აცნობა, რომ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ქირურგია-რეანიმაციის მიმართულებით სტაციონარულ საქმიანობას და პაციენტების მიღებას.

“ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გარემონტდა ქირურგიული დეპარტამენტი და სრულად განახლდა საოპერაციო ბლოკები. აღსანიშნავია, რომ ახალი მოთხოვნების მიხედვით, რეანიმაციული და ქირურგიული სტაციონარული სერვისების სანებართვო პირობების შემოწმება ჩატარდა. ჰოსპიტალში გათვალისწინებულ იქნა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები”.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის (სს”ვიანი”) ქირურგიულ განყოფილებას ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა სააგენტომ 4 ოქტომბრიდან საქმიანობის უფლება შეუჩერა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!