ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ბაღის აღმზრდელებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მოემსახურება


  • ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით,  ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში, სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა თანამშრომლები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების საჭიროება, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა.

ცნობისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფები ვრცელდება:

  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უფასო მგზავრობა;
  • ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;
  • 0-10 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;
  • სკოლის მოსწავლეებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
  • სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% – იანი ფასდაკლება;
  • საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო მგზავრობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.